"მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას" - ეკა ხოფერია

"მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას" - ეკა ხოფერია

სექტემბრიდან "იმედის კვირა" და "რეაქცია" ეთერში აღარ გავა. არხის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გარკვეული რეფორმა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ გააკეთა. გადაცემების დახურვაზე საკუთარ პოზიციას ჟურნალისტი ეკა ხოფერიაც გამოხატავს:

"და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა, მაგრამ , ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ- ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია- სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.

ვაპირებ მივიღო განმარტებები ხვალ მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში" - წერს ჟურნალისტი.

"მორჩა კინო... წადით სახლში" - ინგა გრიგოლიას რეაქცია "იმედზე" გადაცემების დახურვაზე

"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს