მწვანე ტბის საიდუმლო - რატომ დამალა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის დროს ტბაში ჩაყრილი იარაღის ამბავი?!

მწვანე ტბის საიდუმლო - რატომ დამალა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის დროს ტბაში ჩაყრილი იარაღის ამბავი?!

ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე, მწვანე ტბაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი აღმოაჩინეს. მწვანე ტბა გამოირჩევა თავისი სილამაზით, ის მუდამ იზიდავს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს, ის გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. კამკამა წყალი სარკეში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს და იდილიას ქმნის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მისით დაინტერესებულმა ტურუსტთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. აქამდე ტბას დაივინგისთვისაც იყენებდნენ.

მწვანე ტბა ამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ქვეშ სულ სხვა მიზეზით მოექცა, მის ფსკერზე დაივერებმა დიდი ოდენობის იარაღი აღმოაჩინეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩაძირული ყუმბარმტყორცნები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად არსებობს აფეთქების საფრთხე. სწორედ ამიტომ იარაღის ნაპირზე გამოტანა ჯერ ვერ მოხერხდა და აღმოჩენილი იარაღი კვლავ ტბის ფსკერზე რჩება.

როგორც გავარკვიეთ, ეს იარაღი ჯერ კიდევ 2006 წელს იყო ნაპოვნი, თუმცა მისი ტბიდან ამოღებისტვის არვის უზრუნია, მეტიც არავის გაუფრთხილებია ტბის მნახველები, რომ ტბაში ცურვა სახიფათო იყო.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა "წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" ხელმძღვანელს დავით ნიკოლაიშვილს:

- ჩვენი დაივინგ კლუბის წევრებმა მწვანე ტბაზე ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს ჩაძირული იარაღი, მაშინ ეს ფაქტი გადაიღო აჭარის ტელევიზიამ, ხოლო კუდ-მა კადრები ჩამოართვა და ამბავი უმნიშვნელოდ, მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაშუქდა. ეს იარაღი ასლან აბაშიძის დროსაა ჩაყრილი და წარმოიდგინეთ, იმდენი იარაღია, რომ ტბის გარკვეულ ნაწილში შეიძლება მისი მუხლამდე წყალში აღმოჩენა, გაითვალისწინეთ, რომ ტბას საკმაოდ დიდი სიღრმე აქვს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია