ქუთაისის ნომერ მეორე სკოლის დამაარსებლის ბიუსტს ცხვირი მოტეხეს

ქუთაისის ნომერ მეორე სკოლის დამაარსებლის ბიუსტს ცხვირი მოტეხეს

ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ეზოში მდგარი ამავე სკოლის დამაარსებლის იოსებ ოცხელის ბიუსტი ცხვირის გარეშეა დარჩენილი.

"დღეს შევედი ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ეზოში და მისი დამაარსებლის იოსებ ოცხელის ბიუსტი ისევ ცხვირმოტეხილი დამხვდა. სკოლის თითქმის არც ერთმა მოსწავლემ არ იცის ვინაა იოსებ ოცხელი. არ მსმენია როდესმე იოსებ ოცხელის იუბილე სკოლას გადაეხადოს. პერიოდულად შეაკეთებენ და პერიოდულად ამტვრევენ. რაც განათლების სიტემაში ვარ, ოცხელის ბიუსტი ბევრჯერ მახსოვს მოტეხილი და შეკეთებული ცხვირით," - ამბობს "ლიბერალური კლუბი"-ს წარმომადგენელი გოჩა ჩხეტია.

ქუთაისში პირველი ქართული სკოლა 1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით გაიხსნა. 1905 წელს იგი გიმნაზიად გადაკეთდა. 1901 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ივანეს ძე ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა