სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის პეტიციას საკმარისზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი - შეცვლის თუ არა ოდესის გუბერნატორი იაცენიუკს?

სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის პეტიციას საკმარისზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი - შეცვლის თუ არა ოდესის გუბერნატორი იაცენიუკს?

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიციას უკვე საკმარისი რაოდენობის ადამიანმა მოაწერა ხელი იმისათვის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ განიხილოს.

პეტიცია 1-ელ სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. საჭირო იყო 25 000 ხელმომწერი. თუმცა, ინიციატივას უკვე 25 900-მდე მხარდამჭერი ჰყავს.

კანონის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ვალდებულია აღნიშნული ინიციატივა მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს. ბოლო პერიოდში ხშირადა არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ, თავად საქართველოს ექსპრეზიდენტმა კი რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ მის ინტერესებში აღნიშნული პოსტის დაკავება არ შედის.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა