ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?

ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?

მიზანმიმართულად ბავშვისთვის დამატებითი ვიტამინების მიცემის საკითხი ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ერთი მხრივ, ახალშობილის შემთხვევაში ვიტამინების მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას იმდენად, რამდენადაც პატარა დედის რძის მეშვეობით იღებს ყველა აუცილებელ მინერალსა თუ ვიტამინს. მეორე მხრივ, შეიძლება კი ვიტამინებმა რაიმე ავნოს ბავშვს?

ბრიტანეთის ჯანმრთელობის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს დამატებით ვიტამინების კომპლექსის მიღებას 6თვიდან 2 წლის ასაკის ბავშვებისათვის. თუმცა დამატება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით დედის რძეს. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ 500 მლ. დედის რძეს, ვიტამინების დამატებას არ საჭიროებენ!

რომელი ვიტამინები და მინერალები ესაჭიროება ბავშვს?

არსებობს ორი ტიპის ვიტამინი: წყალში ხსნადი (С და B კომპლექსის ვიტამინები) და ცხიმში ხსნადი (A, D, E და К) ვიტამინები. წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმში არ გროვდება. ამიტომ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამ ვიტამინს, ყოველდღიურად უნდა მოიხმაროთ. გარდა ამისა, თერმული დამუშავების დროს ადვილად იშლებიან, განსაკუთრებით, როცა ხილი და ბოსტნეული წყალში იხარშება. იმისათვის, რომ მომზადების დროს შეინარჩუნოთ ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინები, მოხარშეთ ორთქლზე ან მიირთვით უმად (სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი).

A ვიტამინი ხელს უშლის თვალის კონიუნქტივის ზედაპირს გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის - როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ. A ვიტამინი ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს; ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ. А ვიტამინი შედის ღვიძლის, ცხიმიანი თევზის, სტაფილოს, ბროკოლის, კვახის, პომიდვრის, გარგარისა და მანგოს შემადგენლობში.

B ჯგუფის ვიტამინები შედის რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.

ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.

ვიტამინი B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;

ვიტამინი B6 მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.

В ჯგუფის ვიტამინები შედის: ხორცში, რძის პროდუქტებში, გოგრაში, მარცვლოვან ფაფებში, მუქ მწვანე ბოსტნეულში, საფუარის ექსტრაქტში, კაკალში, ლობიოსა და ბანანში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს