"შტურმი თავისუფალ მედიაზე" - ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი2"-ის დაყადაღების მიზეზებზე

"შტურმი თავისუფალ მედიაზე" - ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი2"-ის დაყადაღების მიზეზებზე

დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და ეთერიდან მოხსნილი წამყვანები,- ეს არის თემა, რომლის ირგვლივ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ. არის თუ არა მედიაში მიმდინარე მოვლენები "ხელების გადაგრეხის" პოლიტიკა და ვინ მოიგებს საინფორმაციო ომს, რა გამოსავალს ხედავენ "რუსთავი2"-ის თანამშრომლები, ამის შესახებ პირდაპირ ეთერში არხის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროგრამების დირექტორმა, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

"რუსთავი2" ჩემია, შენია და ასობით თანამშრომლის. ჩვენ მის დათმობას არ ვაპირებთ", -აღნიშნა უდუმაშვილმა.

ეს არის ხელისუფლების ბოლო შანსი, რომ "რუსთავი2" გააჩუმოს. ამ ფონზე ნათელია, რომ "რუსთავი2"-თან არის არა სამართლებრივი, არამედ წმინდა წყლის პოლიტიკური დავა. მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მეორე წრეზე აპირებს წასვლას. რაც გულისხმობს თანამშრომლების გადაბირებას... დიახ, ჩვენ ვართ მხარე.  ეს არის პროფესიონალების ერთობლიობა, რომელიც გაერთიანებულია გარკვეული ღირებულებების გარშემო. ჩემს არხზე ვერ იმუშავებს ჟურნალისტი, ან ტელეწამყვანი, რომელიც იტყვის რომ ევროკავშირს ჯობია ევრაზიული კავშირი, მე ამას ღიად ვაცხადებ", -აღნიშნა უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."