"პრეზიდენტმა პირადად დამირეკა..." - რაზე ესაუბრა მარგველაშვილი გრიგოლიას გადაცემების დახურვის შემდეგ

"პრეზიდენტმა პირადად დამირეკა..." - რაზე ესაუბრა მარგველაშვილი გრიგოლიას გადაცემების დახურვის შემდეგ

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ახალი სეზონი მედიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმოხილვით გაიხსნა. "ბრძოლა მედიის წინააღმდეგ" - გიორგი გაბუნიამ ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის პირველ ნაწილში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მოიწვია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედში" ორი გადაცემა - "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაუხურეს. წამყვანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკურ დაკვეთაზე და წუხილი გამოთქვა, რომ მისმა ტელეკომპანიამ ის ზეწოლისგან არ დაიცვა.

პირველი ადამიანი იყო მარგველაშვილი, ვისაც "რეაქციის" დახურვის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინება გავუგზავნე.

"გიორგი მარგველაშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელსაც მესიჯად მივწერე ის რაც მოხდა, ასე ჩავთვალე საჭიროდ. მან დამირეკა და ძალიან გაუკვირდა. მე პრეზიდენტს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მერე ვთქვი კიდეც, როგორ ვნანობ, რომ თავის დროზე, როგორც ამომრჩეველმა არ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში და მას არ მივეცი ხმა. თუ ის ხელმეორედ დააყენებს კანდიდატურას ჩემს ხმას აუცილებლად მიიღებს, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც გადმორეკა, მომისმინა და ძალიან მკვეთრი განცხადებაც გააკეთა" - აღნიშნა გრიგოლიამ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები