ეკა მიშველაძეს და ალექსი პერიაშვილს უთვალთვალებდნენ? - ჟურნალისტის კომენტარი სკანდალურ ინფორმაციაზე

ეკა მიშველაძეს და ალექსი პერიაშვილს უთვალთვალებდნენ? - ჟურნალისტის კომენტარი სკანდალურ ინფორმაციაზე

დახურული პოლიტიკური თოქ-შოუები და ეთერიდან მოხსნილი წამყვანები,- ეს არის თემა, რომლის ირგვლივ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ.

საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და წამყვანის კითხვებს უპასუხა, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ერთერთი პოლიტიკური შოუს წამყვანმა, ეკა მიშველაძემ.

გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის და "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის წყვილზე თვალთვალი ხორციელდებოდა. მიშველაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა თვალთვალის ფაქტი არ უარყო.

"ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი გაიგებდა იმის შესახებ, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, იზრუნეს და შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტს აღარ დავაკონკრეტებ"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები