ირაკლი სესიაშვილი ეკა მიშველაძესა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორცილებული თვალთვალით დაინტერესდება

ირაკლი სესიაშვილი ეკა მიშველაძესა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორცილებული თვალთვალით დაინტერესდება

"რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" სხვადსხვა არხის ჟურნალისტებმა მედიაში განვიტარებულ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს.

წამყვანის კითხვებს უპასუხა, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ერთერთი პოლიტიკური შოუს წამყვანმა, ეკა მიშველაძემ.

გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის და "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის წყვილზე თვალთვალი ხორციელდებოდა. მიშველაძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა თვალთვალის ფაქტი არ უარყო.

"ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი გაიგებდა იმის შესახებ, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, იზრუნეს და შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტს აღარ დავაკონკრეტებ"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მოგვიანებით  გადაცემაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ჩაერთო, რომელსაც მიშველაძის თვალთვალის შესახებ, კითხვით მიმართა ჟურნალისტმა მერაბ მეტრველმა.

სესიაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

"ეს ინფორმაცია ჩემთვის ყურადსაღები იყო და მზად ვარ, პირადად შევხვდე ეკა მიშველაძეს და დავინტერესდე. ამ განცხადებას მივყვები აუცილებლად. მას შეეძლო, არამარტო ჩემთვის, არამედ სამართალდამცავებისთვისაც მიემართა და დარწმუნებული ვარ, ადეკვატური რეაგირება მოჰყვებოდა ამას," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."