გურჯაანის რაიონში სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გურჯაანის რაიონში სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის "ნათლისმცემლის" სახელობის გუმბათოვან ტაძარს(XIX ს), წმინდა გიორგის "სამკარიანის" სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას (VI ს) და სოფელ ჩალაუბნის "ღვთისმშობლის სახელობის" დარბაზულ ეკლესიას (განვითარებული შუა საუკუნეები) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების შედეგად აღნიშნულ ეკლესიებზე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლების უსაფრთხოებას.

"სამივე ძეგლი რესტავრაციას საჭიროებს, თუ ძეგლის სტატუსი არ აქვს რესტავრაცია არ უტარდება", - აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა