"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე

"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი, დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს"- შალვა აბულაძის ხმაურიანი განცხადებები პროცესზე

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვას პირველად დაესწრო. ბრალდებულმა ციხეში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ ვერ ცხადდებოდა სასამართლოში აქამდე ჩატარებულ პროცესებზე.

"გამხადეს ჩემი ტანსაცმელი, საცვლის გარეშე დამტოვეს და სხვისი ტანსაცმელი ჩამაცვეს. ბუნებრივია ეს ტანსაცმელი სეზონისთვის შეუფერებელი. იძულებული გავხდი მთელი ზაფხული "პროსტინაში" გამეტარებინა" - ამბობს აბულაძე.

აბულაძის განცხადებით, მას საცვალი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ მიუტანეს. ამასთან, 4 ივლისს სხვა საკანში გადაიყვანეს, მანამდე კი ისეთ საკანში იყო, სადაც ნებისმიერი პატიმარი თვითმკვლელობამდე მივიდოდა.

"119-ე დღეს მომიტანეს ქვედა საცვალი. ჩემთან ნემსის წვერისოდენი დღის შუქიც არ შემოდიოდა. დღის სინათლე სამი თვის განმავლობაში დანახული არ მაქვს. ამ თემაზე წიგნები დაიწერება და ფილმებს გადაიღებენ" -განაცხადა აბულაძემ.

აბულაძემ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, თუმცა სამუდამო პატიმრობისთვის განწირულია. ამის თქმის საფუძველს შალვა ხაჭაპურიძეს ის აძლევს, რომ საქმე თბილისის ნაცვლად ახალციხეში იხილება, ხოლო დასაკითხი მოწმეების 80% თბილისშია.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ