ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკას ღიად უპირისპირდება - ყოფილი თანაგუნდელები დაპირისპირებულ ბანაკში

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკას ღიად უპირისპირდება - ყოფილი თანაგუნდელები დაპირისპირებულ ბანაკში

უკრაინის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც იგივე პოსტს იკავებდა სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში, განაცხადა, რომ არ ესმის, თუ რატომ აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილი. ამის შესახებ მან არხ TCH-ს ეთერში ისაუბრა.

"არ ვიცი რა ამბიციები აქვს მას (სააკაშვილს) უკრაინაში, უნდა პრემიერობა თუ პრეზიდენტობა, ამის შესახებ თავად მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არ მგონია ხელისუფლების კრიტიკა მაშინ, როდესაც დაწყებული საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დამთავრებული ევროკავშირით აქებს მას, ასეთი საქციელი რაიმე პოლიტიკური ქულების დაგროვებაში დაეხმაროს", - განაცხადა კვიტაშვილმა.

მან აგრეთვე განმარტა, რომ საქართველოში რეფორმები სწრაფი ტემპით ხელისუფლების ერთობის გამო ტარდებოდა:

"პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი ერთად მოქმედებდნენ. უკრაინაში სიტუაცია რთულადააა, ამიტომ ცვლილებები გაცილებით ნელა სრულდება", -ამბობს კვიტაშვილი.

ალექსანდრე კვიტაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სურვილები არ ემთხვევა ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს:

"ეს ფრუსტრაცია იმ სიტუაციის ბრალია, რომელშიც იმყოფება. ის მიჩვეულია სწრაფ ცვლილებებს", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა ტელეარხ TCH-სთან საუბრისას.

"ერთ დღეს ჩვენ ერთად ვითამაშებთ ფეხბურთს ცაში" - როგორ ემშვიდობება პელე ლეგენდარულ დიეგო მარადონას

"ის ჯადოქარი იყო... წავიდა და დატოვა სიცარიელე, რომელიც არასდროს შეივსება" - საფეხბურთო სამყარო "ფეხბურთის ღმერთს" ემშვიდობება

რა გახდა ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი? - "მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა"