დაუნის სინდრომის მქონე ორი წლის ულამაზესი გოგონა სამოდელო სააგენტოების რჩეული გახდა

დაუნის სინდრომის მქონე ორი წლის ულამაზესი გოგონა სამოდელო სააგენტოების რჩეული გახდა

ჯული ბრიტონს მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ მისი ქალიშვილი კონი როუზი ულამაზესი ღიმილის პატრონი იყო. ამის გამო ბავშვის დედამ გადაწყვიტა, 2 წლის გოგონას ფოტოები სამოდელო სააგენტოებში გაეგზავნა, რასაც დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ და პატარას სამოდელო კარიერაც დაიწყო.

მარტივია იმის დანახვა, თუ რატომ მოხდა ასე: დიდი ლურჯი თვალებით და გადამდები ღიმილით კონი როუზი პოზიტივს ასხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის იყო, როდესაც დაუნის სინდრომი დაუსვეს, კონი როუზი, რომელიც ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, უკვე სამოდელო კონტრაქტებს ვერ აუდის.

"მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენით, მაგრამ ეს არასოდეს მადარდებდა" - ამის შესახებ კონი როუზის დედამ გამოცემა "ფეილი მეილთან" საუბრისას ისაუბრა.

ჯულია ყვება, რომ ფოტოების გაგზავნიდან ძალიან მალე მიიღო პასუხი და სატესტო ფოტოსესიაზე დაიბარეს.

"როდესაც სააგენტოებში მისი დაუნის სინდრომის შესახებ მოვუყევი, არავის წარბიც არ შეუხრია", - დასძინა დედამ. კონი როუზი ძალიან ბუნებრივია კამერის წინ და დედამისი აცხადებს, რომ ის მხარს დაუჭერს ქალიშვილის სამოდელო კარიერას, თუ გოგონას ამის სურვილი ექნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს