ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს: ორივე მათგანს ავტომობილიდან ესროლეს

ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთს გულის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს - დანით. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ორივე მთაგანს ავტომობილიდან ესროლეს.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განუცხადა, ბენზეს დასახლებაში სხვა გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის დახმარება სთხოვეს.

"გამოძახება შემოვიდა გვიან ღამით. ბრიგადა მივიდა ბენზეს დასახლებაში, ეძებდნენ კორპუსს, რა დროსაც მათ ხელი დაუქნია რამდენიმე ადამიანმა და დახმარება სთხოვეს. 28 წლის მამაკაცს გულში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ბრიგადა თავისთავად აღარ მისულა იმ გამოძახებაზე, მათ დაჭრილი მამაკაცი ჩასვეს მანქანაში და, დახმარების აღმოჩენის პარალელურად, გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. რამდენადაც ვიცი, საავადმყოფოში გაგრძელდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ბენზეს დასახლებაში გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების მეორე ბრიგადა წავიდა", - აღნიშნა ბადრი პაქსაძემ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მყოფებმა საკუთარი ავტომობილით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცი დანით იყო დაჭრილი და ადგილი ჰქონდა კლინიკურ სიკვდილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

მოკლულებიდან ერთი 25-ის, მეორე კი 28 წლის იყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია