კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კახეთში მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კახეთში, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ალაზნის ხიდზე მევენახეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ მისი ჩაბარება 1 ლარად მოხდეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მევენახეების განცხადებით, სახელმწიფო ტყუის, როცა ამბობს, რომ ქარხნები გახსნილია და ყურძნის ჩაბარება მიმდინარეობს. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქარხანა იბარებს დასეტყვილ ყურძენს 5 თეთრად. გლეხები ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ. ისინი ასევე მიმართავენ პრემიერს, ჩაერთოს ამ პროცესში და ყურძნის ფასი 1 ლარი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები კიდევ უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი. მისი განცხადებით, შტაბიდან მიღებული ინფორმაციით, ქარხნები გახსნილია და როგორც დასეტყვილ, ასევე საღ ყურძენს იბარებენ. აქციის მონაწილეები რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლის მისვლასაც ელოდებიან.

მევენახეების პროტესტის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს

"ჩვენთან 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა" - ლევან რატიანი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა