"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?

"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?

მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე სასამართლო განხილვა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამასობაში მადლენა საქართველოდან წავიდა. ის პროკურატურასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" თვეების წინ გამოქვეყნდა (იხილეთ: "შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან) შეგახსენებთ, მას 22 წლის წინ გურჯაანში მომხდარ შემზარავ დანაშაულში ამხელენ - პროკურატურა იმერლიშვილების ოჯახის ამოხოცვის ორგანიზატორად ასახელებს. "მე ის დამაბრალეს, რაც არ ჩამიდენია", - გვითხრა ინტერვიუს დროს ქალბატონმა მადლენამ. საზოგადოება ამ ქალს "სისხლიანი მადლენას" სახელით იცნობს. არადა, ირწმუნება, ხელი სისხლში არასოდეს გამისვრიაო.

როგორ შეძლო უმძიმესი ბრალდებით დაკავებულმა ქალმა საქართველოდან გასვლა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ.

მისი ადვოკატი კი პროკურატურას საქმის შეთხზვაში ადანაშაულებს.

არჩილ შოშიკელაშვილი, ადვოკატი:

- ეს ნონსენსია. ერთი მხრივ, საქმე განსახილველად სასამართლოშია და პროკურატურა იმავე საქმეზე მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილისთვის ბრალის ხელმეორედ წაყენებას აპირებს. ისევ დაიწყეს იმავე საქმის წარმოება. ერთსა და იმავე საქმეზე შეიძლება ორი განაჩენის გამოტანა? სასამართლოში პროკურატურის პოზიცია აშკარად სუსტი იყო, ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, იმის მიუხედავად, რომ 9 ტომი იყო შეკერილი. ახლა ქალბატონი მადლენას შვილისგან, ნონა მათიაშვილისგან ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მისი ბინიდან ამოიღეს პირადი მობილური და მის მიმოწერაში იქექებიან. ეს კანონის დარღვევაა. ნონას არ არის ვალდებული, საკუთარი დედის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. აშკარად ახალი ბრალის შეთხზვა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. პროკურატურას შეეძლო სასამართლოში დაეკითხა მისი შვილი, მაგრამ შეგნებულად მოხსნა დასაკითხთა სიიდან და კიდევ უამრავი მოწმე. მხოლოდ 13 მოწმე მოიყვანეს.A ახლა ნონას დაჰკითხავენ 1993 წელს მომხდარი ფაქტის გამო. მოგეხსენებათ, მაშინ ის გატაცებული ჰყავდათ ვიღაცებს. სად იყვნენ ამდენი წელი? ეს საქმე ხომ 1993 წლიდან პროკურატურაშია, ან რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნონა მათიაშვილის აეროპორტიდან წამოყვანა?

- ნონა საქართველოდან მიდიოდა?

- ნონა რუსეთის მოქალაქეა, ოჯახურ საქმეებზე მიდიოდა რამდენიმე დღით მოსკოვში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია