"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"

"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა­ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საბაჟოზე არსებ­უ­ლი­­ ვითარება, უკრაინის პრემ­ი­ერ-მინისტრის გატარებული რეფორმები და მის მიერ ოდესის ოლქის­ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმ­ღვანელების კანდიდატურებზე უარის თქმა გააკრიტიკა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს თავად იაცენიუკი ასე გამოეხმაურა: "არ ვაპირებ სააკაშვილის გამოხდომებს ვუპასუხო". უკრაინის ხელისუფლებაში გაჩენილ კონფლიქტს ქართველების გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექ­სანდრე კვიტაშვილი გამოეხმაურა­ და სააკაშვილს კრიტიკული ტონი დაუწუნა. "კვირის პალიტრა" უკრ­ა­ინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს ესაუბრა:

- საქართველოს­თან შედარებ­ით, უკრა­ინაში რეფორმები ნელი ტემპით ხორციელდება, სააკაშვ­ილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის­ შესა­ძლ­ებ­ლობებს არ ემთხვევა. უკრაინის ხელისუფლების მო­­­ქ­მედებებს როგორც მსოფ­ლიო ბანკში, ისე სხვა საერთაშ­ორისო ორგანიზაციებშიც ყოველდღი­ურ რეჟიმში აკვირდებიან, მაგ­რამ უკმაყოფილება არავის გამ­ოუხატავს.­ სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ უკრაინის ცენტრალური­ ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს.

- მაშ, რატომ დაუპირისპირდა­ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს?

- მათ შორის გაუგებრობა­ მოხდა... პრობლემა საქართველოსგან განსხვავებული სისტემაა. გუბერნატორს შეზღუდული შესაძლ­ებლობები აქვს, რადგან საბაჟოც და პროკურატურაც ცენტრალურ­ ხელისუფლებას ექვემდებარება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო სააკაშვილი საბაჟოზე ცვლილებებს ვერ ახორციელებს.

- გაჩნდა ვერსია, რომ სააკა­შვილს პორტიდან შემოსული თან­ხ­ების სრულად კონტ­როლის სურვილი ამოძრავებს, რის შესაძლებ­ლობასაც იაცენიუკი­ არ აძლევს. რამ­დენად რეალურია, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს?

- პორტთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად შეიქმნა, როდესაც ბაზარზე იაფი გადამზ­იდავი შემოვიდა. მოგეხსენებათ, ამას ავიაციის სამსახურის უფროსის გათავისუფლებაც მოჰყვა.

რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს. იურიდიულად უკრაინაში მთავრობის ფორმირება პარლამენტის მხარდაჭერით ხდება. პრემიერის დანიშვნასაც პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუ დეპუტატები სააკაშვი­ლს­­­­­ პრემიერად არ წარადგ­ენენ, მხოლოდ პეტიციის საფუძველზე თანამდებობას ვერ დაიკავებს.

- უკრაინელი დეპუტატების ნაწილი სააკაშვილითა და ზოგადად,­ უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკმაყოფილოა. ფიქრობთ, რომ უკრაინის პრემიე­რად სააკაშვილის დანიშვნას რადა მხარს არ დაუჭერს?

- არ ვიცი, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში. ისე კი, პრეზიდენტს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია "სახალხო ფრონტს" კი იაცენიუკი ხელმძღვანელობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე უცხოელები არ უნდა ინიშნებოდნენ, მაგრამ აქ ლი­ტველები, პოლონელები­ და ამერიკელებიც მუშაობენ.

იხილეთ გაგრძელება

"გიორგის მამა კარგად არის, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, ბებია კი, სამწუხაროდ,  გარდაიცვალა" -  რას აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი

ფერადი შავი პარასკევი სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“

"475 - აჭარა, 793 - იმერეთ, 371 - სამეგრელო-ზემო სვანეთი" - როგორია Covid 19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით