ახალი სკანდალი "შარლი ებდოს" გარშემო: გარდაცვლილი სირიელი ბავშვი გამოცემის გარეკანზე

ახალი სკანდალი "შარლი ებდოს" გარშემო: გარდაცვლილი სირიელი ბავშვი გამოცემის გარეკანზე

ფრანგულმა ყოველკვირეულმა გამოცემა "შარლი ებდომ", რომელიც რეგულარულად აქვეყნებს პროვოკაციულ მასალებს, მორიგი სკანდალური ნომერი გამოუშვა. ამჯერად მათ თურქეთის ნაპირზე გამორიყული გარდაცვლილი სირიელი ბავშვის კარიკატურა მოათავსესს პირველ გვერდზე.

გარეკანზე დახატულია მკვდარი ბავშვი, რომელიც მიწაში სახითაა ჩაფლული. "ასე ახლოს მიზანთან" - მიწერილია ნახატზე. ამასთან, გვამის გვერდით რესტორნის სარეკლამო ბანერია მიხატული, სადაც იკითხება: "ორი საბავშვის მენიუ ერთის ფასად".

მეორე კარიკატურას - "მტკიცებულება იმისა, რომ ევროპა ქრისტიანულია" ჰქვია. მასზე ასახულია წყალზე მოსიარულე იესო და გარდაცვლილი ბიჭუნა, ქვევით კი წარწერაა: "ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსულმანი ბავშვები კი იძირებიან".

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს "შარლი ებდო". ინტერნეტში გამოჩნდა კომენტარები იმის შესახებ, რომ ასეთი კარიკატურები "საფრანგეთის მორალურ გახრწნას" ადასტურებს, ხოლო გამოცემა თავს ესხმის "დაუცველებს და არა ძალაუფლების სათავეში მყოფებს".

თავად ჟურნალის ავტორების განცხადებით, მათ რასისტული და რელიგიური სტერეოტიპები მათსავე გასამასხარავებლად გამოიყენეს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა