ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს

ვინ გაულამაზა ცხელი ზაფხული თიკო მოსემღვდლიშვილს

მსახიობსა და მომღერალს - თიკო მოსემღვდლიშვილს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, მაგრამ ამბობს, - ზედმეტი ყურადღებაც არ ვარგაო.

ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მათი რიცხვი ზაფხულში კიდევ უფრო მეტად გაზრდილა. ჰოდა, ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო, თიკოსთვის დასვენების დღეები გაელამაზებინა.

- ზაფხული საქართველოში გავატარე. როცა დასვენების სეზონი იწყება, პირველ ეტაპზე, ქალაქგარეთ შვილი მიმყავს. ტრადიციას წელსაც არ ვუღალატე და ურეკში წავედით. შვილთან ერთად დასვენება იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ თბილისში დაბრუნებულს განტვირთვა ჰაერივით მჭირდება. ამიტომ, ცოტა ხანში მეგობართან ერთად, ბათუმში წავედი. შემდეგ დაუგეგმავად, სურამში ამოვყავი თავი, სადაც მთელი ჩემი სამეგობრო, შვილებთან ერთად ისვენებდა. პატარებმა ლამის გაგვაგიჟეს და როგორც კი ისინი თბილისში ჩამოვიყვანეთ, უფროსები ისევ ბათუმში წავედით.

- კურორტზე ყოფნისას კარგად გამოძინებას კარგად გართობა გირჩევნია?

- ჩემს დასვენებაში ძილი არ შედის. გამოძინებას ყოველთვის მოვასწრებ. კურორტზე ყოფნისას ბოლომდე ვიხარჯები, აქტიური ვარ. მხოლოდ პლაჟზე თუ ვახერხებდი ძილს. ყველა წუთსა და წამს მაქსიმალურად, გასართობად ვიყენებდი.

- შენთვის იდეალური დასვენება როგორია?

- ჩემთვის იდეალურია დასვენებაა, როცა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ. წელს მეგობრებთან ერთად, ბათუმი საბანივით გადავიფარე. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო. ჩემი აზრით, ადამიანმა არ უნდა დაიზაროს იმის გაკეთება, რაც სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას მიანიჭებს. ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა.

- ყველაზე მეტად, წელიწადის რომელი დრო გიყვარს?

- ზაფხული ჩემთვის იდეალური პერიოდია. ეს წელიწადის ის დროა, როცა ვისვენებ როგორც სულიერად, ისე - ფიზიკურად. მზე და ზღვა ჩემი მაცოცხლებელი ძალაა.

- როგორ ემზადები დასვენების დღეების გასატარებლად, წინასწარ იქმნი განწყობას?

- განწყობა თავისთავად, ერთიორად მაღლდება, როცა იცი, რომ დასასვენებლად მიდიხარ ანუ წინასწარ განწყობას არ ვიქმნი, ეს ბუნებრივად ხდება. ორი დღით ადრე უკვე გამზადებული მაქვს ბარგი და წასვლამდე ჩანთაში კიდევ იმდენი რამის ჩამატებას ვცდილობ, რომ დამატებითი ბარგის წაღებაც მიწევს.

- კოსმეტიკაც მიგაქვს, თუ ზღვაზე ყოფნისას მაკიაჟს არ იყენებ?

- ყველაფერი მიმაქვს, რაც კი შეიძლება, დამჭირდეს. 4-5 ფეხსაცმელი მაინც მიმაქვს, სამოსზე რომ აღარაფერი ვთქვა და რა თქმა უნდა, თავის მოვლის უამრავი საშუალებაც. მსუბუქ მაკიაჟს მხოლოდ საღამოობით ვიკეთებ. ვიყენებ თვალის ფანქარს და ტუჩსაცხს. GzaPress

- "X ფაქტორში" მონაწილეობის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდი. კურორტზე ყოფნისას, საზოგადოების ყურადღებამ დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნა?

- მართლაც, ქუჩაში ყველა მცნობს და კურორტზე ყოფნისას უფრო მძაფრად შევიგრძენი პოპულარობის გემო. მაგალითად, მაღაზიაში შესულს, რაღაცებზე ფასს მიკლებდნენ. ზოგი ზღვაში "შემომიცურდებოდა" ხოლმე და მოახლოებისას მისვამდა კითხვას: "უკაცრავად, თქვენ თიკო ხართ?" კლუბებშიც უფასოდ შევდიოდი... ერთი ბიჭი მოვიდა და ისე ჩამეხუტა, მეგონა, ნაცნობი იყო, რომელიც ვერ გავიხსენე... ეს ყველაფერი არ მაღიზიანებდა, პირიქით - მომწონდა და მსიამოვნებდა კიდეც.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას პრეტენზიული ხარ? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება