4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ

4 უნიკალური ავტომობილის ისტორია, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში 1 საუკუნის წინ მოძრაობდნენ

უნიკალური მასალები AMBEBI.GE-ს საქართველოს ეროვნული არქივიდან მოაწოდეს. ფოტოებზე ასახულია კავკასიაში არსებული ავტომობილები გასული საუკუნის დასაწყისში.

1. გერმანული ქარხნის "ბენცის" (გაგენაუ) სამგზავრო ავტომობილის ნახაზი. ავტომობილი, რომელიც იჯარით გაიცა საქართველოსა თუ ზოგადად კავკასიის გზებზე სამოგზაუროდ. ნახაზზე წარმოდგენილია კაროსერი - ღია 11-ადგილიანი ომნიბუსი. ამ მოდელის 3 მანქანა 1914 წელს თბილისი-კოჯრის გზაზე გამოსცადეს, რის შემდეგაც გზათა მიმოსვლის ინჟინერ არკადი ლავრენტევისაგან იჯარით აიღეს საქართველოს სამხედრო გზასა და მანგლისის ტრასაზე მგზავრთა გადასაყვანად.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

2. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართული ჯარის ოფიცრები "კადილაკის" ფირმის ავტომობილში. თბილისი, 1920 წელი.

ფოტო დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

3 ავტოავარია საღორიას ტყის გზაზე . ქუთაისი, 1925 წელი

ფოტო დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში.

4 ავტომობილი "ბენცი", მოდელი "ტორპედო". ფოტო სარეკლამო ბროშურიდან, 1913 წელი.

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კავკასიაში სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილების შემოყვანა XX საუკუნის დასაწყისიდან, კავკასიის სამხედრო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გააქტიურდა.

კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ფონდის მასალებმა შემოგვინახა ინფორმაცია დღეისათვის კარგად ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ავტომობილების მწარმოებლების შესახებ, რომელთა პროდუქცია ერთი საუკუნის წინათ შემოდიოდა კავკასიაში, ესენია: "ჯენერალ მოტორსი", "დე დიონ ბუტონი", "პეჟო", "ოპელი", "კადილაკი", "კრეზო შნაიდერი", "მიტჩელი", "ფიატი", "ოლდსმობილი", "ლორენ დიტრიხი", "აველინგი და პორტერი" და სხვა.

1913 წელს იალტელ გრიგორი მოსკვიჩს კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ინჟინერ არკადი ლავრენტიევისაგან იჯარით აუღია 5 ავტომობილი "ბენცი" საქართველოს სამხედრო გზაზე, ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად. სარეკლამო ბროშურის ფოტო სწორედ ამ გარიგების შესახებ გაფორმებულ დოკუმენტაციას ახლავს.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

მასალა AMBEBI.GE-სთვის მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ ეროვნული არქივის მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია