"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს"

თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესთან ისევე მოქმედებს, როგორც იმოქმედა გიგი უგულავასთან. ადვოკატის განცხადებით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ გუშინ მიმართა, პროცესი კი დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

"გიგი უგულავას და გიორგი ოქროპირიძის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ კანონი კანონობს, ოქროპირიძემაც დღეს უნდა დატოვოს ცოხე", - განაცხადა მათე ხარჭამაძემ.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ახალი პატიმრობის შესახებ ნორმა იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ