"რა მოხდა გუშინ?" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"რა მოხდა გუშინ?" - ირაკლი ტაბლიაშვილი

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას გარშემო მომხდარი  მოვლენების ანალიზს აკეთებს:

"რა მოხდა გუშინ?

1. ის ფაქტი, რომ სასამართლო ხელისუფლება სულ უფრო იშვიათად ეთანხმება ბრალმდებელ მხარეს - პროკურატურას, არის ძალიან კარგი.

ამავე დროს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერაფრით ჩაითვლება აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივში, რადგან, რეალურად, საქალაქო სასამართლოს სხვა შანს, უბრალოდ არ ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გათვალისწინებით. ხელისუფლებას (აღმასრულებელს) ჰქონდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თუ გათვალისწინებით, თავადაც პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვინაიდან პროკურატურამ პრაქტიკულად ბოლომდე იბრძოლა უგულავას საპატიმროში დატოვებისათვის და, მანამდე, ცალკეულმა პირებმა (სანიკიძემ და სხვებმა) დაუფარავად ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა თუ არამართებულობაზე, ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

არადა, ძალიან მარტივი იყო - როგორც კი საკონსტიტუციომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ყველა ხელისუფალს უნდა ეთქვა, რომ, ბუნებრივია, კანონი ყველასთვისაა და, ბ-ნი უგულავა, შესაბამისი პროცედურების ჩატარებისთანავე (პროკურატურის მხრიდან... სამინისტროს მხრიდან და ა.შ.) გათავისუფლდება საპატიმროდან... ეს, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გააკეთა და მინიმუმ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ცდილობს სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას (პროკურატურის მხრიდან). ამდენად, სისტემის გაკეთილშობილებად ან/და პოზიტიურად ეს პროცესი ვერ შეფასდება... ვიმეორებ, ხელისუფლებას შეეძლო ამის კარგად გაკეთება და ვერ მოახერხა.

აქვე დადებითად უნდა შევაფასოთ სასამართლო ხელისუფლება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას სხვა შანსი არც ჰქონდა... გამომდინარე საკონსტიტუციოს ვერდიქტიდან... შესაბამისად, აღფრთოვანება იმის გამო, რომ საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა უგულავა, არ შეიძლება... ჩვენ არ ვართ ჩრ.კორეა და არც ვიქნებით (ბ-ნი მელიას შეფასება ჩრ.კორეობაზე სრულიად უადგილოა)... ასე ღიად ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადახევს ვერც კონსტიტუციას და ვერც კანონს (სამწუხაროა, რომ მცდელობები ჯერაც არის)...

კიდევ ერთი - ტრაქტორების საქმე, კაბელების საქმე... უგულავას საქმე... ის, რომ პროკურატურა დროებით ან სამუდამოდ მარცხდება ამგვარ პროცესებში, თავისთავად, მისასალმებელია. მაგრამ, გაცილებით მისასალმებელი იქნებოდა, თუ ეს ქეისები საერთოდ არ იარსებებდა... რაც ნიშნავს, რომ სოფლის სამინისტროს პირებს, თავდაცვის სამინისტროს პირებს და უგულავას საერთოდ არ უნდა მიდავებოდნენ იმ ბრალდებებით, რომლებითაც მიედავნენ...." - წერს ტაბლიაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია