მოსამართლემ ლაშა მახარაძის დედა და ახლობლები სასამართლო დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ ლაშა მახარაძის დედა და ახლობლები სასამართლო დარბაზიდან გააძევა

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, სადაც მისი აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების საკითხი განიხილება, მოსამართლემ ლაშა მახარაძის დედას, ნინო დიდებულიძეს და მახარაძის ახლობლებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

მოსამართლე ხათუნა ხარშილავას გადაწყვეტილებით ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლაშა მახარაძის ახლობლების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა გიორგი ოქროპირიძისა და მისი ახლობლების მისამართით.

რაც შეეხება სასამართლოს სხდომას, ადვოკატებმა მოსამართლესთან იშუამდგომლეს ოქროპირიძისათვის აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების თაობაზე. ამ დროისთვის ადვოკატი შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზეა. გარდა ამისა, გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები მოსამართლესთან კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ. კერძოდ, მათ მოითხოვეს პროკურორ დავით ნეფარიძის აცილება, იმ მიზეზით, რომ ნეფარიძეს აქვს პირადი დაინტერესება გიორგი ოქროპირიძის მისამართით. მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და განმარტა, რომ პროკურორს და გამომძიებელს საქმეში მონაწილეობა არ აბრკოლებს სხვა საქმეში მონაწილეობისგან.

გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ