ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ვარაუდობს, რომ გიორგი ოქროპირიძეს მოსამართლე დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გაამართლებს და არ გამოუშვებს.

როგორც ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ნორმა რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და 9 თვიანი პატიმრობის ვადას ეხება, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.

"არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაც კანონი გამოიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის საშიში პირი ქუჩაში გამოუშვან. არ მეგულება ისეთი მოსამართლე, რომელიც მკვლელს გარეთ გამოუშვებს და ახალ მკვლელობას ჩაიდენს. არ მაქვს განცდა, რომ მოსამართლე ხათუნა ხარშილაძე მიიღებს გადაწყვეტილებას და ოქროპირიძეს თავისუფლაბაზე გამოუშვებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს", - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესთან ისევე მოქმედებს, როგორც იმოქმედა გიგი უგულავასთან.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ