პროკურორი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძეზე არ უნდა გავრცელდეს

პროკურორი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძეზე არ უნდა გავრცელდეს

პროკურორი დავით ნეფარიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე არ უნდა გავრცელდეს , - ამის შესახებ ნეფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე არ უნდა გავრცელდეს, ვინაიდან ოქროპირიძემ ახალი დანაშაული ჩაიდინა მაშინ, როდესაც მას ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეფარდებული ჰქონდა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასევე თუ მხედველობაში მიღებით, რომ გიორგი ოქროპირიძეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ბრალდებულის მოთხოვნას გათავისუფლების შესახებ და მას პატიმრობაში დატოვებს", - განაცხადა დავით ნეფარიძემ

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ახალი პატიმრობის შესახებ ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ