ბინების დაქირავებას უცხოელებიც კი თავს არიდებენ

ბინების დაქირავებას უცხოელებიც კი თავს არიდებენ

ბინის ქირაზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახევრდა. პასიურობენ სტუდენტებიც. სავალუტო კრიზისიდან გამომდინარე, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც კი უჭირთ. მართალია, ქირის ფასი ცოტა შემცირდა, თუმცა ამან ვითარება ოდნავადაც ვერ გამოასწორა. ამ მხრივ გარეუბნებში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, ხოლო ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დილერების ინფორმაციით, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ხალხს ბინის დაქირავება უჭირს. ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელებმა ქირის ღირებულება დაახლოებით 50 – 100 დოლარის ფარგლებში შეამცირეს, მაგრამ პრობლემას ვერც ამან უშველა. უძრავი ქონების სააგენტოებში არ გამორიცხავენ, რომ ქირის ფასი სამომავლოდ კიდევ შემცირდეს. როგორც უძრავი ქონების აგენტები განმარტავენ, მოთხოვნა განსაკუთრებით იაფფასიან სახლებზე გაიზრდა. ასეთ ფართებს, უმეტესწილად, რაიონებიდან ჩამოსული ხალხი ქირაობს. თუმცა სიიაფე აქ მხოლოდ შედარებითია. თბილისის მასშტაბით, არ მოიძებნება უბანი, სადაც ბინა იაფად ქირავდება. თითქმის თანაბარი ფასი ადევს მოწყობილ და მოუწყობელ ფართსაც.

უძრავი ქონების სააგენტო "ბერუკას" დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ ლარის მორიგი გაუფასურების შემთხვევაში (თუ ტენდენცია გაგრძელდება), ბინის გაქირავება კიდევ უფრო გართულდება. "ყველას დაბალფასიანი ბინის დაქირავება უნდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად შემცირდა, რომ 300-400 ლარზე მაღალ ფასში ბინას ვერ ქირაობენ. ამ ფასად კი ფართი მხოლოდ გარეუბნებშია. ცენტრალურ უბნებში ბინის დაქირავება მინიმუმ 200-250 დოლარი ღირს. სტუდენტებისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემაა. შარშან გაცილებით ძვირად ქირაობდნენ, დაახლოებით, 300-350 დოლარის ფარგლებში და გადახდა არ უჭირდათ. დოლარის კურსმა თუ არ დაიწია, გაგვიჭირდება. არ გამოვრიცხავ, გასაქირავებელი ბინის ღირებულებაც შემცირდეს. მოთხოვნა არ არის და ბინის მფლობელებს სხვა გამოსავალი არ დარჩებათ", - ამბობს გუგეშაშვილი და დასძენს, რომ მოთხოვნა უცხოელი სტუდენტების მხრიდანაც შემცირდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია