"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად მემკვიდრეობით მიღებული სიტუაციის გამოსწორება უწევს. დაინტერესდება თუ არა დარღვევებით შედგენილი ხელშეკრულებებით პროკურატურა და რა ცვლილებები გატარდება მომავალი წლიდან, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი­ საუბრობს:

- ამ ეტაპზე უამრავ მასშ­ტ­აბურ­ პროექტს ვახორციელებთ, მათ შო­რის,­ ავტობანის­, წყლისა­ და კანა­ლიზაციის მოწესრ­იგ­ები­სთვის. ზუგდიდის წყალმომარა­გე­ბაზე ტენდ­ერი, პრაქტიკულად­, დასრულდა,­ ფოთში კი ანალო­გიური ტენდერი­ ამ დღეებში გაი­ხსნება. თავდაპირველად წყალმომარაგებაში 28 სხვადასხვა პრო­ექტის განხორციელება იგეგმებ­ოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 22 პრო­ექტი დამტკიცდა. ეს 22 პროექტიც დღეს პრო­ბლემების წინაშე დგას, რადგან­ მისი დაგეგმვისას დონორის მოთხოვნები არ შესრულებულა - უნდა გაკეთებულიყო ევროპული­ სტანდარტის პროექტი, თუმცა ის საბჭოთა სნიპებით (სამ­შე­ნებლო ნორმები) შესრულდა. ასე­თი­ პროექტი კი, ბუნებრივია, არც ერთმა დონორმა არ დააფ­ინანსა. ამის გამო პროექტების გადაკეთ­ება დაიწყეს, თუმცა­ ისევ სნიპებით. მთელი წელი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოვანდ­ომეთ. იმედია, წლის ბოლომდე პროექტირება დასრულდება.

- რა პერიოდში შეიქმნა 28 პროექტი ხარვეზებით?

- 28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვა­სწორეთ და საერთაშ­ორისო დონორებმაც დამატებითი ფი­ნანსები­ გამოგვიყვეს. როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დრო­ულად ჩაბარებასა და ხარისხიანად­ შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ. სხვა მიმართულებითაც ვაწყდებით­ პრობლემებს. მაგალითად, პროე­ქტის ჩაბარების შემდეგ საპრო­ექტო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ ეკისრებათ. ახალ კონტრაქტებში ეს მიდ­გომა შეიცვლება - ჩემი მოთხოვნაა, პროექტის დასრულებამდე მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პროექტანტი იყოს. რაც მთავარია,

წლების განმავლობაში გვეგონა, რომ სერიოზულ პრო­ექტებს უცხოური კომპანიები ახორციელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოურ აბრებს ქართველები არიან შეფარებული და პროექტებსაც ისინი გვაძლევენ.

ქართველების შრომასა და უნარს არ ვაკნინებ, უბრალოდ, პასუხისმ­გებლობის არარსებობის გამო უცხო­ური კომპანიები ქართველ­ებს აბრებს მარტივად აძლევენ. ახალ კონტრაქტებში რეპუტაციური რისკიც ჩაიწერება და უცხოური კომპანიები ე.წ. ქართულ ფილ­იალებს უპასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც აღარ მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური კომპანიები მთელ მსოფლიოში "გაშავდებიან".

- არ ფიქრობთ, რომ დამატ­ებითი პირობების ხელშეკრულებაში ჩადება პროექტების შესრულებას კიდევ უფრო შეაფერხებს, თანაც შესრულებულ სამუშაოებს დამატებითი ექსპერტიზაც ხომ უტარდება?

- უწესრიგობიდან წესრიგზე­ გადასვლა ყოველთვის შემაფერხებელია, მაგრამ ეს ერთადერთი­ სწორი გამოსავალია. ახლა საერთ­აშორისო პრაქტიკაზე ვსაუბრობ და არა ნოდარ ჯავახიშვილის ახი­რებაზე. რაც შეეხება ექსპე­რ­ტიზას, უმრავლეს შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი არაფერს ნ­იშ­ნავს. კიდევ­ ერთი პარადოქსი:­ გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშ­იც სამინისტრო და გზების დეპარტამენტი აპრიორი პირობის დამრღვევებად არიან წარმოჩენილი. ყველა­ კონტრაქტში, რომელშიც პირადად ჩავიხედე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას მთლიან სამუშაო ფართობზე მისცემს 100-პროცენტიან წვდომას. ანუ მთელ იმ რადიუსზე, სადაც სამუშაოები აქვს კომპან­იას ჩასატარებელი, სამუშაო მოედ­ანს გაუთავისუფლებს. არც ერთ პროექტში ეს პირობა შესრულებული არ არის.

გამოდის, რომ ხე­­ლშეკრულების მო­ქმედების დაწ­ყებისთანავე დამნაშავეები ვა­რთ, რადგან კო­ნტრაქტის პირობას არ ვასრულებთ.­ ვეჭვობ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერმა ყველა პირმა იცოდა, რომ სამშენებლო მოედანი მთლიან ფართობზე რეალურად ვერ გათავისუფლდებოდა.

- მიანიშნებთ, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები კომპანიებთან იყვ­ნენ გარიგებული?

- ფაქტია, სამინისტრო და სტრუქტურული ქვედა­ნა­ყოფები­ მსგავს ხელშეკრულებებს ხელს აწე­რდნენ, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა. ამ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოვადგენ, ვცდილობ,­ არასწორი მიდგომები გამოვასწორო.­

- ფაქტობრივად, სისხლის სამა­რთ­ლის დანაშაულზე საუბრ­ობთ. მიაწოდეთ მასალები შესაბამის უწყებებს?

- თუ აქ დანაშაული იკვეთება, ამ მასალას წაიკითხავენ და ზომებსაც მიიღებენ.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."