ზუგდიდში ახალი სასტუმროს წინ ასწლოვანი ხეები მოჭრეს

ზუგდიდში ახალი სასტუმროს წინ ასწლოვანი ხეები მოჭრეს

ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროს წინ, ასწლოვანი ხეები მოჭრეს. ამ ფაქტს ადგილობრივების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა.

"ეს ბარბაროსობაა", "ვანდალიზმია", "არც ერთ ქვეყანაში ასე უმოწყალოდ არ ანადგურებენ ხეებს", "მხოლოდ ერთი ძლივს აშენებული შენობის გამო, არ შეიძლება საქართველოში ხეები ასე იჭრებოდეს", "რა უფლებით, რის საფუძველზე გასცემენ ასეთ ბარბაროსობაზე ნებართვას", "რატომ დაუშვით, რომ ეს გაეკეთებინათ?", -  წერენ ზუგდიდელები სოციალურ ქსელში.

ქალაქ ზუგდიდის მერიის განცხადებით, ხეების მოჭრის ნებართვა შესაბამისი დასკვნის შემდეგ, სასტუმროს გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე გაიცა.

"მერიის გამხმარ და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხეებისგან მოსალოდნელი საფრთხის აცილების კომისიამ" ნებართვის საფუძველზე ადგილზე შეისწავლა მოცემული ვითარება და დადო შესაბამისი დასკვნა, რის მიხედვითაც, დასტურდება აღნიშნული ხეების მოჭრის აუცილებლობა. სასტუმროს მეპატრონე იღებს ვალდებულებას, მოცემული ტერიტორია კეთილმოაწყოს. თვითონ წარმოადგინა სავარაუდო ესკიზი, და მერიის შესაბამისი სამსახურის მოწონების შემთხვევაში განხორციელდება" - აცხადებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე.

მისივე განმარტებით, დასკვნის მიხედვით, ხეების ფესვები სასტუმროს საძირკვლის ამოღებისას დაზიანდა, რამაც მცენარეების ხმობა განაპირობა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა