რამდენი ქართველი იხდის სასჯელს მსოფლიოს სხვადასხვა ციხეში (ინფოგრაფიკა)

რამდენი ქართველი იხდის სასჯელს მსოფლიოს სხვადასხვა ციხეში (ინფოგრაფიკა)

AMBEBI.GE უკვე თითქმის ერთი თვეა ცდილობს იმის გარკვევას, თუ რამდენი ქართველი პატიმარი იხდის სასჯელს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში. ამისათვის რამდენიმე სამინისტროს მივმართეთ. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, საგარეო და იუსტიციის სამინისტროებს. მათი უმეტესობა ერთმანეთთან გვამისამართებდა და ამბობდნენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ჩვენი კითხვები მოიცავდა შემდეგ საკითხებს - ქვეყნები, სადაც ქართველები სასჯელს იხდიან, ბოლო წლების სტატისტიკა, რამდენი ქართველი პატიმარია სხვადასხვა ქვეყნის ციხეში და რომელია ეს ქვეყნები, ამ პატიმრებიდან რამდენია ქალი, მამაკაცი, მათი ასაკი, რა დანაშაულისთვის იხდიან ქართველი პატიმრები სასჯელს, რომელიმეს თუ შეხებია შეწყალება, რომელიმე პატიმარი თუ დაღუპულა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვითხოვია პატიმრების სახელი, გვარი და პირადი ინფორმაცია, ამის უფლება არც გვქონდა და პასუხსაც ვერ მივიღებდით.

ჩვენი მოთხოვნის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვიდა ასეთი წერილი: "საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების პასუხისგებაში მიცემის ან/და დაპატიმრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტში შემოსული მასალები არასრულია. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, პასუხი გასცეს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს".

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს, გაგზავნილ კითხვებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მივიღეთ, კონკრეტულად კი ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა. გთავაზობთ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

"გიგზავნით ინფორმაციას საზღვარგარეთ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. ეს არის საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული ჯამური მონაცემები.

ეს ინფორმაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რასაც ჩვენი საკონსულოები უკვე ფლობდნენ, ან რისი მოპოვებაც, ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, შეძლეს ადგილსამყოფელი ქვეყნის უწყებებიდან (გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების უწყებები ზოგ შემთხვევაში არ გასცემენ მსგავს ინფორმაციას, ან არ აწარმოებენ სტატისტიკას).

წელი | დაკავებულთა რაოდენობა

2010 | 3138

2011 | 2470

2012 | 6475

2013 | 8745

2014 | 10215

2015 | 1069

ჯამი - 32112

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ