მუხიანში ორი ადამიანი მოკლეს - რას ყვებიან თვითმხილველები

მუხიანში ორი ადამიანი მოკლეს - რას ყვებიან თვითმხილველები

რამდენიმე წუთის წინ მუხიანის მე-4 ბ მიკრორაიონში მკვლელობა მოხდა. "ამბები.გე"-ს ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ორი მამაკაცი მოკლა. მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

"ორი გასროლის ხმა გავიგონე და მერე გადავიხედე ეზოში, თქვეს, რომ მოკლულია ორი ადამიანი. ერთი მოზრდილია, ერთი ახალგაზრდა. არავინ არაფერი იცის. მკვლელი გაიქცაო", - განგვიცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

"ამბები.გე"-მ ფაქტი შსს-ს პრეს-სამსახურში გადაამოწმა. უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მიმდინარეობს გამოძიება.

"მომხდარის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. არის ორი გარდაცვლილი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ