მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა

მუხიანში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია: შშს-მ ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა

სამართალდამცავებმა მუხიანში მომხდარი ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. [იხილეთ ვიდეო]

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

სავარაუდო მკვლელი და ორივე გარდაცვლილი ერთ კორპუსში ცხოვრებდნენ - მეზობლები მუხიანში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ