მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა

მამაკაცი, რომელმაც მუხიანში ორი მეზობელი მოკლა აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა

პირი, რომელიც მუხიანში 2 ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს, ნასამართლევი არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ბაზაში ინფორმაცია შოთა მ.-ს ნასამართლობის შესახებ, არ მოიძებნება. აღნიშნული განმარტება შსს-ში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ნასამართლევია.

სამართალდამცავებმა მუხიანში მომხდარი ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული შოთა მ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ მეზობელს - 1969 წელს დაბადებულ ნუგზარ ა-ს და 1952 წელს რევაზ ბ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა შოთა მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ