"დაისაჯოს საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც 16 წლის ბავშვი იმსხვერპლა"

"დაისაჯოს საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც 16 წლის ბავშვი იმსხვერპლა"

16 წლის უშიშა ყორიაული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2015 წლის 26 ივლისს დაიღუპა. მანქანას რომელმაც ბავშვს დაარტყა, პოლონეთის საელჩოს თანამშრომელი მართავდა. თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილის ახლობელია, ამბობს, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და დარტყმის შედეგად უშიშა 15 მეტრზე გაისროლა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ექსპერტმა კი დაწერა, რომ მანქანა 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. ოჯახს გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთასთან ახლოს მოხდა. თელავის რაიონის სოფელ თეთრწყლებში მცხოვრები ვეფხია ყორიაული ახლობლებთან ერთად, თბილისი-ბარისახოს ავტობუსით დასასვენებლად ხევსურეთში მიდიოდა.

"გზაზე ავტობუსი გაჩერდა რომ საწვავი აეღო. მე და უშიშა გზის მეორე მხარეს, მაღაზიაში წყლის საყიდლად გადავედით. უშიშა მაღაზიიდან ცოტა ადრე გამოვიდა. მე რომ გამოვედი, ეს ამბავი უკვე მომხდარი იყო. ჩემი და იჯდა ავტობუსში ფანჯარასთან და დაინახა როგორ დაეჯახა მანქანა უშიშას. ჩემი და ამბობს რომ მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოდიოდა. უშიშა იდგა გზის ნაპირზე, თეთრი ხაზის იქით, ნაბიჯიც არ ჰქონდა მანქანების სავალ ნაწილზე გადმოდგმული და მანქანა დაეჯახა", – ამბობს გარდაცვლილის დეიდაშვილი თეა წიკლაური.

პოლონეთის საელჩოს თანამშრომელი კი, რომელიც მანქანას მართავდა, თავის ჩვენებაში წერს, რომ ბავშვმა ნაბიჯი გადმოდგა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

"ეს საქმე არის შეკერილი. მძღოლმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ხან ამბობს, რომ ბავშვმა ნაბიჯი გადმოდგა, ხან ამბობს, რომ გადმოირბინა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია რომ მანქანა 60 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდა. ამ სიჩქარით თუ მოდიოდა, ბავშვი 15 მეტრზე როგორ გაისროლა? ეს უაზრობაა. გაამართლეს იმიტომ, რომ დიპლომატიური პირია და იმუნიტეტი იცავს. გაამართლეს და გაუშვეს ქვეყნიდან. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯოს საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც 16 წლის ბავშვი იმსხვერპლა", - ამბობს ვეფხია ყორიაული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა