კომპრომატი ლევან იზორიას ძმის წინააღმდეგ და ყოფილი პოლიციელის გასაჯაროებული სკანდალური კადრები

კომპრომატი ლევან იზორიას ძმის წინააღმდეგ და ყოფილი პოლიციელის გასაჯაროებული სკანდალური კადრები

პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კომპრომატები გამოაქვეყნა, - იუწყება P.S.  გადაცემის ცნობით, ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორია ძმაა, რომელიც საპატრულო პოლიციამ ის ღერძულა ხაზზე დარღვევით მოძრაობისთვის გააჩერა.

"იზორიას ძმა გავაჩერეთ, აშკარად არაადეკვატური იყო, როგორც ფხიზელ ადამიანს შეეფერება. მთვრალი იყო თუ რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ნამდვილად არ ვიცი, ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ მომაწოდა ე.წ. სპეცსაშვი, რომელსაც ვეძახით ე.წ. "ნარუშილოვკას" და ამის საფუძველზე იძულებული ვიყავი, რომ მე ის გამეშვა",- აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

ვიდეომასალებიდან, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსმა ლეიტენატმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოიღო, დგინდება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს და მეგობარ გოგონებს დაურიგეს, - აცხადებს სიუჟეტის ავტორი.

ნახეთ დეტალები| "რუსთავი 2" პატრულის წინააღმდეგ სკანდალურ ვიდეომასალებს აქვეყნებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."