ჰოლანდიამ ველური ცხოველების ცირკში მონაწილეობა აკრძალა

ჰოლანდიამ ველური ცხოველების ცირკში მონაწილეობა აკრძალა

ჰოლანდიამ ველური ცხოველების ცირკში მონაწილეობა აკრძალა. ამიერიდან ლომებს, სპილოებს, ზებრებს, პრიმატებსა და ჟირაფებს აღარ მოუწევთ ვიწრო გალიებით ქალაქებში ხანგრძლივი მოგზაურობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბერს შევიდა.

შეზღუდვა საცირკო ჩვენებების დროს, ცხოველების მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნას უკავშირდება, იქიდან გამომდინარე, რომ მათი გაწვრთნა დაშინების ტექნიკაზეა დაფუძნებული.

ჰოლანდიის მაგალითზე მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა აპირებს მსგავსი შეზღუდვა საკუთარ ქვეყანაშიც გაატაროს, მაგალითად: ბელგია, ავსტრია, საბერძნეთი, ბოლივია, პარაგვაი, და მექსიკა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა