სააკაშვილი ოდესაში "ვერის უბნის მელოდიებს" დგამს - მიუზიკლის მონაწილეები კულუარებს ასაჯაროებენ

სააკაშვილი ოდესაში "ვერის უბნის მელოდიებს" დგამს - მიუზიკლის მონაწილეები კულუარებს ასაჯაროებენ

სააკაშვილი ევროპაში "ვერის უბნის მელოდიებს" დგამს, - ამის შესახებ "პრაიმ ტაიმი" იუწყება და დასძენს, რომ მიუზიკლის რეჟისორებთან და მონაწილეებთან მოლაპარაკებებს უშუალოდ სააკაშვილი აწარმოებს. გამოცემასთან ინფორმაციას ადასტურებენ ქეთათო ჩარკვიანი, გიორგი ვარდოსანიძე და კახა კინწურაშვილი, რომელიც დასის სხვა წევრებისგან განსხვავებით "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ქეთათო ჩარკვიანი, "ვერის უბნის მელოდიების" დასის წევრი, მომღერალი:

მე უკვე განვაცხადე თანხმობა. არ ვიცი, ვის ეკუთვნის მიუზიკლის ოდესაში დადგმის იდეა, რადგან დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი მხოლოდ ის, რომ იგეგმება და მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

გიორგი ვარდოსანიძე, "ვერის უბნის მელოდიების" დასის წევრი, მსახიობი:

ვერაფერს გეტყვით, დეტალები არ ვიცი. აი, ახლა ვიკრიბებით და იგეგმება რეპეტიციები. შემოთავაზებას  დავთანხმდი, რა თქმა უნდა. ისეთი მაღალი დონის რეჟისორთან მუშაობაზე, როგორიც რედაა, უარის თქმა ნამდვილად გამიჭირდებოდა.

გიორგი ვარდოსანიძისგან განსხვავებით, ფრანგ რეჟისორთან მუშაობაზე ამ ეტაპზე უარი თქვა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა და ის სპეციალურად ოდესისთვის აღდგენილ "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობას არ აპირებს:

- არ ვაპირებ ამ მიუზიკლში თამაშს. შესაბამისად, არ ვიცი, რა ხდება და რა პროექტზეა საუბარი. არც ოდესაში წასვლას ვგეგმავ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება