პატრულის შეურაცხყოფის სკანალური ვიდეოების ავტორი მაღალჩინოსნისგან მუქარის შესახებ საუბრობს

პატრულის შეურაცხყოფის სკანალური ვიდეოების ავტორი მაღალჩინოსნისგან მუქარის შესახებ საუბრობს

"რუსთავი2" -მა პატრულის შეურაცხყოფის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და გადაცემა არჩევანში ფარული კადრების გადაღების ავტორს, პატრულის ყოფილ თანამშრომელს, გიორგი ბაბუნაშვილს გაესაუბრა.

გიორგი ბაბუნაშვილი ამჟამად ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება და ამბობს, რომ სკანდალურ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მის მობილურ ტელეფონზე შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა მუქარის შემცველი შეტყობინება გამოუგზავნა.

"მოქმედი მაღალჩინოსნისგან მიღებულ ვრცელი მესიჯიდან ამონარიდს წაგიკითხავთ. "შენ არასდროს ყოფილხარ პოლიციელი და ვერასდროს ვეღარ გახდები. რა გააკეთე აღარ გინდა აქ ჩამოსვლა? ვიდეოებს ნუ ავრცელებ... შენს სასარგებლოდ რომ ავრცელებ ვიდეოებს. პოლიციელი რომ ხარ გადაცდომა ყოველთვის მოგივა, ყველაფერს კანონის დაცვით ვერ გააკეთებ",- განაცხადა პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა.

ბაბუნაშვილმა მოკლეტექსტური შეტყობინების ავტორის ვინაობა არ დაასახელა თუმცა განაცხადა, რომ ტექსტური შეტყობინება ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილისგან მიიღო.

ამასთან ბაბუნაშვილმა ვიდეოების გასაჯაროების მოტივიც გაამხილა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად მიდის პოლიცია.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს საით მიდის ჩვენი საამაყო პოლიცია", - განაცხადა მან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ