10 სახიფათო ნაპოვნი ნივთი, რომელიც არ უნდა აიღოთ

10 სახიფათო ნაპოვნი ნივთი, რომელიც არ უნდა აიღოთ

ნაპოვნ ნივთთან ერთად რომ არ აიკიდოთ უიღბლობა და უბედურება, უნდა იცოდეთ, რომელ ნივთებს უნდა აუაროთ გვერდი. მათი პოვნის სიხარული არც ისე ხანგრძლივი იქნება, აი მათთან ერთად შეძენილი პრობლემების გადაწყვეტა კი ბევრ დროს წაიღებს.

არის რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ჯობს პოვნის იგნორირება და გვერდის ავლა:

ცნობილია, რომ პირადი მოხმარების ნივთები მფლობელის ენერგეტიკას ისრუტავენ. დაავადებები, ნეგატიური ფიქრები და პრობლემები, რომლებიც უწინდელ პატრონს ჰქონდა, ახალ მფლობელთან გადაინაცვლებს. ამ საქმის მცოდნეები იმასაც კი ამბობენ, რომ ხანდახან ქუჩაში განგებ ტოვებენ ნივთებს, გათვალვის ან ჯადოსგან გასათავისუფლებლად იმ მიზნით, რომ ვინმე სხვა იპოვის და მისკენ წავა ყველაფერი ცუდი. პარაფსიქოლოგები "ჯადოს ახსნის" რიტუალის შემდეგ (რომელსაც სწორედ პირად ნივთებზე ასრულებენ ხოლმე) ხშირად ურჩევენ თავიანთ კლიენტებს, წაიღონ რომელიმე ნივთი სახლიდან შორს და "დაკარგონ" ქუჩაში. ამიტომ ეს ნივთი სავსებით შესაძლებელია, ბნელი ენერგეტიკით იყოს გაჯერებული და მპოვნელს მიაყენოს დარტყმა.

ამიტომ, ჯობს საერთოდაც აუაროთ გვერდი ამგვარ ნივთებს, რომ მათთან ერთად სხვისი პრობლემებით არ დაიხუნძლოთ.

1. რკინის ფული

მეტალის მონეტა იოლად იზიდავს ნებისმიერ ენერგეტიკას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. დადებითი ენერგია მას თილისმადაც კი აქცევს, უარყოფითი კი საზიანოა. არ არის გამორიცხული, მონეტაზე იყოს გადმონთხეული უარყოფითი ენერგია და მერე იყოს გადაგდებული, ამიტომ არ ღირს მისი აღება, განსაკუთრებით, თუ ეს ძველებური და უჩვეულო მონეტაა. თანაც, ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო და ასე ნაპოვნი ფულით გამდიდრება ნაკლებად მოსალოდნელია.

2. ოქროს სამკაულები

ძვირფასი მეტალი იოლად ექვემდებარება მაგიურ ზემოქმედებას, ამიტომ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა მჩხიბაობების დროს. ბეჭდებს, განსაკუთრებით – ნიშნობის ბეჭდებს, განგებ ტოვებენ ქუჩაში, რომ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები მოიცილონ თავიდან. ნაპოვნი სამკაულის "მოზომება" მაშინაც კი არ არის რეკომენდებული, თუ ის მართლა შემთხვევით დაკარგა მისმა პატრონმა. მეტალი ადამიანის ენერგეტიკულ ველთან ურთიერთქმედებს და სხვისი სამკაულის ტარებას შეუძლია თქვენი ბიოველის შეცვლა.

3. ხელნაკეთი ნივთები: თოჯინები, პატარა ქანდაკებები, რბილი სათამაშოები

ასეთი ნივთები ხშირად გააქვთ სახლიდან ჯადოსგან გასათავისუფლებლად, ამიტომ დიდია შანსი, ის უარყოფითი ენერგიით იყოს სავსე. განსაკუთრებით, თუ ისეთ ადგილას იპოვეთ, სადაც არც ისე ხალხმრავლობაა და შედარებით მივარდნილი და უკაცრიელიც კია.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს