ხანძრის დროს ოჯახის მძინარე წევრები ბავშვის ტირილმა გადაარჩინა

ხანძრის დროს ოჯახის მძინარე წევრები ბავშვის ტირილმა გადაარჩინა

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში როლანდ გოგინაშვილის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი 30 სექტემბერს, გამთენიისას გაჩნდა. ოჯახის წევრებს იმ დროს ეძინათ.

"სახლს ცეცხლი იმ დროს მოეკიდა, როდესაც ყველას ეძინა. მაგ დროს ბავშვს გაუღვიძია და მისი წყალობით გადარჩა ყველა, თორემ შესაძლოა, ყველა გაგუდულიყო" - განაცხადეს გოგინაშვილების მეზობლებმა.

პირველადი ვერსიით, ცეცხლი სადენებიდან გაჩნდა. გოგინაშვილებს იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა