ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია

10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წლის თავზე საქმე ისევ გამოუძიებელია. მოკლული ბავშვის მამის პავლე რაფალიანცის განცხადებით, ოჯახს იმედი აღარ აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბავშვის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს მოკლეს. ბავშვი გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კი, მათ შორის მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა.

2014 წლის აგვისტოში ბარბარე რაფალიანცის მამა პავლე რაფალიანცმა განაცხადა: "ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ "ქართული ოცნება" სკამებისთვის იბრძოდა".

ბარბარე რაფალიანცის დედის თათია მექერიშვილის განცხადებით კი, 2013 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა