რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

რა მოხდა მოძღვრებს შორის პატრიარქის ვიზიტის დროს

გორის რაიონის სოფელ შინდისში, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალთან და ეკლესიასთან, სამმა სასულიერო პირმა სამების ეკლესიის მოძღვარს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ეს ის დღეა, როდესაც სოფელში საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ელოდებოდნენ.

ინციდენტის შესახებ ორივე მხარე საუბრობს. მოძღვარი, რომელსაც მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს, სამების ეკლესიის მსახური, მამა გრიგოლია (გოგიჩაძე). მის მოწინააღმდეგე მხარეს კი სოფელ შინდისის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი და სოფელ ვარიანის ეკლესიის მოძღვარი მამა თადეოზი წარმოადგენდა.

მამა გრიგოლი, რომელსაც ტერიტორია დაატოვებინეს, სოფელ ვარიანში ცხოვრობს. ის მამა თადეოზის კურთხევამდე, ვარიანის ეკლესიის მოძღვარი იყო. მამა გრიგოლი ამბობს, რომ ვარიანის ეკლესიაში მსახურების დროს მამა თადეოზი ადგილობრივი მოსახლეობიდან მისი შერჩეული და გამოზრდილია.

"პატრიარქმა შიდა ქართლში ვიზიტი ნიქოზიის ეპარქიიდან დაიწყო. შემდეგ იქვე მეზობელ სოფელ შინდისში მოდიოდა, დაღუპული გმირების საფლავებთან. ვიფიქრე, მეც მივიდოდი და დაღუპული ბიჭების საფლავებს მოვილოცებდი. პატრიარქი ჯერ არ იყო მოსული, როცა მემორიალთან და ეკლესიასთან მივედი. ამ დროს ადგილზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ჩემთან ადგილობრივი მოძღვარი მოვიდა, მასთან ერთად კიდევ სამი მოძღვარი იყო, მათ შორის მამა თადეოზი. შინდისის მოძღვარმა მამა გიორგიმ მითხრა, რომ ტერიტორია დამეტოვებინა", - ამბობს მამა გრიგოლი.

"სიტუაცია ასეთი იყო. ეგ ადამიანი ეკლესიის ეზოში იდგა. მასთან მამა გიორგი მივიდა და უთხრა, რომ სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ტერიტორია დაეტოვებინა. სხვა იქ არაფერი მომხდარა. ეკლესიაში არ შემოსულა, ეზოში იდგა. რატომ მოვიდა? რა უნდოდა? პატრიარქის ნახვა თუ უნდოდა, ყოველ კვირას სამებაში გვერდით უდგას. ეგ არის ამ მთავრობისა და ჩვენი მეუფის მლანძღველი და იქ რატომ მოვიდა?", - ამბობს სოფელ ვარიანის მოძღვარი მამა თადეოზი (ქებაძე).

"მე ვუთხარი, პატრიარქი მოდის და ყველას გვაქვს უფლება მის კურთხევას შეუერთდეს, მით უმეტეს ჩვენს სოფელში მოდიოდა, სრული უფლება მაქვს დავესწრო-მეთქი. შეიძლება ბუნტი მოხდესო, პრობლემა აქვს მოძღვრებსო, მითხრა მან. ვკითხე, თუ ვინ მოძღვრებს? ყველასო. ავუხსენი, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და თუ რამე სათქმელი აქვთ, მზად ვარ საპატრიარქოში ან ეპარქიაში, ღიად თუ დახურულად შევხვდე, ხოლო თუ მართლები იქნებით მეუფესთან დაკავშირებით, დაგემორჩილებით-მეთქი", - ამბობს მამა გრიგოლი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა