ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?

ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?

ქართულ თხილს მძიმე დრო უდგას. გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ჯერ კიდევ აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ წელს მცირე მოსავალია და თხილზე ფასი კიდევ მოიმატებდა, არ გამართლდა. ამჟამად, ერთი კილოგრამის ფასი 5, 80-დან 6 ლარამდე მერყეობს. მწარმოებლები თხილზე ფასის დაწევას თურქეთის ფაქტორით ხსნიან.

"თურქეთში წელს თხილი კარგი მოსავალი მოვიდა. 700 ათას ტონაზე მეტი. ამიტომ, თურქი ბიზნესმენები ჩვენს თხილს არ ყიდულობენ. თავისი იაფად აქვთ, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხის, ვიდრე ჩვენი. ჩვენი თხილი კი წელს უხარისხო და მცირეა", - ამბობენ მწარმოებლები.

საქართველოში წლეულს თხილის მცირე მოსავალს რომ ელოდნენ, ბპნ ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. ამიტომ, გლეხები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობდნენ. აგვისტოში მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა, რასაც ქარხნები თხილის ხარისხიდან გამომდინარე ხსნიდნენ. თუმცა, ფასის ზრდის მოლოდინი მაინც არსებობდა. შარშან, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო. მწარმოებლები ვარაუდობდნენ, რომ წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდეც კი გაზრდილიყო. მაგრამ სექტემბერში სურათი მკვეთრად შეიცვალა - თხილზე ფასი დაეცა, ხოლო მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდათ. ზოგიერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

საგულისხმოა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი თხილზე ფასის დაცემას ბაზარზე მონოპოლისტების გამოჩენას უკავშირებს. ეს ვერსია უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს. თუმცა, კონკრეტულად ვინ დგას თხილის ბიზნესის უკან, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ბაზარზე სხვა მოთამაშეების, მათ შორის, თურქი ბიზნესმენების შემოსვლას ხელს უშლიან. დაბალი ფასით კი, ისინი თავად აპირებენ ბიზნესში ხელის მოთბობას.

ბპნ თხილის მწარმოებლებს ესაუბრა. მართალია, ზოგიერთმა მეწარმემ ბაზარზე მონოპოლისტების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა კი, ეს ვერსია საერთოდ გამორიცხა და თხილზე ფასის დაცემა მხოლოდ თურქეთის ფაქტორს დაუკავშირა.

თეიმურაზ გოგოხია, შპს "ევრონეთის" დირექტორი: "ჩვენთან ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6 ლარია, რაც ევროპის ფასებთან შედარებით მაღალია. ვიღაცას თხილის ჩაბარება მაღალ ფასში უნდა, მაგრამ ასეც არ არის. წელს თურქეთი ჩვენგან თხილს არ ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია