შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრები დალი გორგოძე ავარიულ სახლში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ დახმარებას, ორი თვის წინ კი იმ მოტივით შეუწყვიტეს, რომ ახალი მეთოდოლოგიით გადაემოწმებინათ.

სოციალური დახმარების გაცემის წესში შესული ცვლილებების მიხედვით, საარსებო შემწეობას ის ოჯახი მიიღებს, ვისი სარეიტინგო ქულაც 65 ათასზე დაბალია. გორგოძეების ქულამ 74.170 შეადგინა, მაშინ, როდესაც ოჯახში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, გორგოძეებს დახმარება მოუხსნეს.

დალი გორგოძის ერთადერთ შემოსავლად, ამ ეტაპზე ძმის ყოველთვიური დახმარება 100 ლარი რჩება. ოჯახს თანხა მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნის.

სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსის პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, გორგოძეებს დახმარების დანიშვნის მოთხოვნით განცხადების დაწერა ერთი წლის შემდეგ შეუძლიათ. განცხადების დაწერა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა შშმ სტატუსი, ან წევრის დემოგრაფიული ცვლილება მოხდა, ან შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი.

პეტრე აფრიამაშვილის განმარტებით, ძმა რომ შშმ პირი ჰყავს, დალი გორგოძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, თუმცა მუდმივად რომ საჭიროებს მკურნალობასა და ამბულატორიულ მომსახურებას, ეს არსად აქვს აღნიშნული.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა