კობიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატები ოთახში ჩაკეტეს

კობიაშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ყრილობის დელეგატები ოთახში ჩაკეტეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრის, დავით მუჯირის განცხადებით, რევაზ არველაძეს და მის გუნდს ყრილობის დელეგატები ერთ ოთახში ყავთ და გარეთ არ უშვებენ.

როგორც მუჯირმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის გამო დელეგატები ვერ ახერხებენ, გამოვიდნენ და ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა.

"დელეგატების ნაწილი ყავთ ჩაკეტილი, გარეთ არ უშვებენ, რის გამოც საარჩევნო ყრილობა ვერ იწყება", - განაცხადა მუჯირმა.

რევაზ არველაძის მხარდამჭერების განცხადებით კი, არანაირი ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს და უბრალოდ თათბირი მიმდინარეობს.

დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ყრილობა 11.00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია