ლევან კობიაშვილის ბრალდება რეზი არველაძეს - "ჰოლიდეი ინნ"-ში მღელვარება პიკს აღწევს

ლევან კობიაშვილის ბრალდება რეზი არველაძეს  - "ჰოლიდეი ინნ"-ში მღელვარება პიკს აღწევს

რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერები ხელოვნურად უქმნიან არჩევნებს პრობლემას, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარეგისტრირებულია უკვე 18 დელეგატი, რაც ქვორუმისთვის საკმარისია, თუმცა ყრილობა მაინც არ იწყება.

"ცდილობენ ხელოვნურად ჩაშალონ პროცესი, რადგან იციან, რომ დამარცხდებიან. დარბაზში ყავთ გამოკეტილი ხალხი და არ უშვებენ. ქვორუმისთვის საჭირო ხმები უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა ყრილობა მაინც ვერ იწყება", - განაცხადა კობიშვილმა.

არველაძე კი მხარდამჭერ დელეგატებს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება არველაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, ის ცნობს ნებისმიერ შედეგს - როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას.

"მინდა არჩევნები დღესვე ჩატარდეს. ჩემი პასუხისმგებლობა გათავისებული მაქვს ქართული ფეხბურთისა და ქვეყნის წინაშე. მოვუწოდებ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამ არჩევნების დამთავრების შემდეგ, ნებისმიერ შედეგს ვცნობ. ვარ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ფეხბურთის წინაშე", - განაცხადა არველაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცველებსა და სასამართლოს, რომ გეგა გობეჯიშვილს არჩევენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

იხილეთ ვიდეო ხმაურიანი აქციიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია