სიტყვიერი დაპირისპირება რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის

სიტყვიერი დაპირისპირება რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის

ბოლო განახლება:

13:41| აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

13:32| სიტყვიერი დაპირსპირება რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის

13:03| ლევან კობიაშვილის ბრალდება რეზი არველაძეს - "ჰოლიდეი ინნ"-ში მღელვარება პიკს აღწევს

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიასა და შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რომან ფიფია ჟურნალისტებთან საუბრობდა იმაზე, რომ არველაძეს დელეგატები ჩაკეტილი ყავს და რატომ არ ინტერესდება მედია ამ საკითხით.

კომენტარის მიცემის დროს ფიფიას შეეპასუხა შოთა არველაძე და უთხრა, რომ ცრუობს. მან ფიფია იმ ოთახშიც შეიყვანა, სადაც არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები იმყოფებიან.

არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

სიტუაცია უკვე განიმუხტა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება მოხდა ფიფიას დაცვასა და ჟურნალისტებს შორის. რომან ფიფიას დაცვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია