აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას, შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა (იხილეთ ვიდეო)

არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან. არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".

შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა.

რაიმე ინციდენტს მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე ადგილი არ ქონია, ძირითადად არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთთან მცირე სიტყვიერ პოლემიკაში შედიან.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია