კულუარული მონაცემები არჩევნებიდან: წინასწარი მონაცემები, როგორ ნაწილდება ხმები ორ მთავარ კანდიდატს შორის

კულუარული მონაცემები არჩევნებიდან: წინასწარი მონაცემები, როგორ ნაწილდება ხმები ორ მთავარ კანდიდატს შორის

არსებული მონაცემებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება - გეგა გობეჯიშვილის გარდა, არსებული 34 დელეგატიდან 17 ხმას აგროვებს ლევან კობიაშვილი და 17 ხმას რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელიას კი, სავარაუდოდ, ხმას არავინ მისცემს.

როგორც ცნობილია, გობეჯიშვილი მხარს რევაზ არველაძეს უჭერს.

არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმა საკმარისია. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრება რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ.

მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, რევაზ არველაძეს, როგორც კულუარებში საუბრობენ, ამ სავარაუდო მონაცემებით, 16 ხმა მოუგროვდება და უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება.

ნახეთ ყველა ამბავი თეგზე

#არჩევნები სფფ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია