"ჰოლიდეი ინნ"-ში ყვირილი და ხმაური ისმის

"ჰოლიდეი ინნ"-ში ყვირილი და ხმაური ისმის

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში იმ დარბაზიდან, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს, ცოტა ხნის წინ ყვირილი და ხმაური ისმოდა.

ამ დროს დარბაზში, ლევან კობიაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შოთა არველაძე და ფედერაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დარბაზიდან ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობია, გაბრაზებული გამოვარდა და სასტუმრო დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც შოთა არველაძემ გააკეთა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია