მხარეებს შორის შეთანხმება შედგა: სფფ-ს გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის განცხადება

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა: სფფ-ს გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის განცხადება

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელის რევაზ შენგელიას ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

შენგელიას თქმით, რამდენიმე წუთში დაიწყება რეგისტრაცია, რომლის გავლაზეც არველაძის მხარდამჭერი დელეგატები თანახმანი არიან.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, ისინი რეგისტრაციას გაივლიან, ველოდებით",- განაცხადა შენგელიამ.

რეგისტრაციას თავად შეგნელია ატარებს და მან ჟურნალისტებს მოუწოდა, მუშაობის საშუალება მისცენ.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია